კახეთში კოვიდ ინფიცირების პირველი ფაქტი - ახალგაზრდა ბიჭი ქელეხში იმყოფებოდა

31 მარტი 2020, 15:57 6458 ნახვა

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა. დაინფიცირებული 19 წლის ბიჭია. იგი სოფელ კარდენახიდანაა. როგორც ცნობილია, ის 23 მარტს გურჯაანში, ქელეხში იმყოფებოდა. ფაქტს ადასტურებს გურჯაანის მერიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ დროისთვის ინფიცირებულის კონტაქტებს ადგენს.

"19 წლის ბიჭს აღმოაჩნდა კორონავირუსი.  ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა მისი კონტაქტების დასადგენად. ინფიცირებული ჩემი ინფორმაციით მკურნალობუის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში  გადის"-განაცხადა გურჯაანის მერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში