ავტომობილის მძღოლები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექინსპექტირებისგან თავისუფლდებიან

31 მარტი 2020, 17:29 3047 ნახვა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, მძღოლები ავტომობილების ტექინსპექტირების გავლისგან გათავისუფლდებიან. 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების დღეს შეიტანეს.

დადგენილებაში წერია რომ: თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა, ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის ვადას შესაძლებელია, მისი 60 დღით გადავადება.

„იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ კორონავირუსის გამო საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 31 მარტიდან კი, ქვეყანა საკარანტინო რეჟიმზე გადადის.

ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 110 მათ შორის გამოჯანმრთელებული კი, 21 ადამიანია.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში