ბენეფიციარებს, ვისაც ახალი წლიდან შემწეობა შეჩერებული ჰქონდათ დახმარება აღუდგებათ

01 აპრილი 2020, 13:43 7177 ნახვა

იმ ბენეფიციარებს, ვისაც  იანვრისა და თებერვლის თვეში საარსებო შემწეობა  შეჩერებული ჰქონდათ, დახმარება აღუდგება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს  ფულადი დახმარება სრულად აუნაზღაურდებათ.


სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ  ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ  მდგომარეობას არ გადაამოწმებს.  

გადამოწმება მხოლოდ, იმ შემთხვევაში მოხდება თუ სააგენტოს თავად სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახი მიმართავს.

 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე,  2020 წლის 1 იანვარიდან  გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და   უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში