ჩემი კოლეგა გმირია - პაატა იმნაძე ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებულ ექთანზე

01 აპრილი 2020, 13:49 3406 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ბათუმელი ექთანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ემსახურებოდა პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

ჩემი კოლეგა არის გმირი - თქვა პაატა იმნაძემ, აჭარის მაუწყებლის კითხვის საპასუხოდ. 

მისივე თქმით, მედიკოსთან კონტაქტში მყოფი პირები ცნობილია. 

''გასაგებია, რომ აქ პერსონალურ ინფორმაციაზეა საუბარი, მაგრამ მე არ შემიძლია ეს არ ავღნიშნო. ჩემი კოლეგა არის გმირი. იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს. მასთან ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, იმისათვის რომ აღნიშნული პაციენტისთვის მოევლო. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისაგან. გამგები გაიგებს იქ რა ხდებოდა. 

მისი ყველა კონტაქტი მიკვლელულია და ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი'' - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, ქალს დაბალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს. 

გუშინ, TV პირველის ჟურნალისტს თვითიზოლაციაში მყოფმა ქალმა ინტერვიუ მისცა, რაც ბუნებრივია თვითიზოლაციის წესის დარღვევაა. იზოლაციაში მყოფი ქალი კი ბათუმში ინფიცირებული ექთნის დედაა. მან მედიის წარმომადგენლებს კარი გაუღო და ინტერვიუც მისცა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში