ბათუმში საეჭვო სიმპტომებით კლინიკას შვიდმა პაციენტმა მიმართა - მათგან ხუთი თვითდინებით შევიდა

02 აპრილი 2020, 11:08 1916 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე შვიდი პაციენტის პასუხს ელოდებიან. აქედან ორი საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი, ხუთმა პირმა კი ცხელების ცენტრს თვითდინებით მიმართა. 

მათ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. პაციენტებს ანალიზები უკვე აუღეს და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება სხვა პირებს, ბათუმში covid-19-ის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს. მეცხრე პირს კი ​კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ჰოსპიტალური ქსელის რეგიონული დირექტორის ინფორმაციით, დღეს ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მას პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი ჰქონდა, დღეს კი განმეორებით ჩაუტარდა. 

ლევან ანთაძის განცხადებით,  კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ერთი მოქალაქე კვლავ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ოთხს კი პნევმონია აქვს.

დღის ბოლოს ელოდებიან ხულოდან გადაყვანილი ქალის ანალიზის პასუხსაც. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა საკარანტინო პერიოდი უკვე გასულია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში