გთხოვთ, თქვენს პროფესიას მოეკიდეთ პროფესიონალურად - პაატა იმნაძე კონკრეტულ ექიმებს მიმართავს

02 აპრილი 2020, 14:26 2944 ნახვა

"სანამ დავასახელებდე იმ ექიმებს, ვინც ამას აკეთებენ, ძალიან გთხოვთ რა, თქვენს პროფესიას მოეკიდეთ პროფესიონალურად", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ცხელების ცენტრების ამოქმედების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟსა და მის ზოგიერთ, როგორც თავად უწოდებს, შეშფოთებულ კოლეგებთან მიმართებაში გააკეთა.       

 "სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების ნაწილი რაღაცნაირად ძაან შეშფოთდა ამ ცხელების ცენტრებზე და ახლა სასაცილო ნუ გავხდებით კოლეგებო რა, ეს ყველას არ ეხება, ძალიან ცოტა იყო ასეთი, მე რაც ვიცი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები, რომ მუშაობთ იქ, სადაც მუშაობთ", - განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.                                                           

მან ასევე თქვა, რომ როცა ექიმები ცხელებიან  პაციენტს მიიღებენ  უნდა გამოიკვლიონ, რამ გამოიწვია ცხელება.    " ეგებ უბრალოდ ინერვიულა პაციენტმა, ეგებ  იმიტომ აქვს ცხელება, ეგებ აქვს ინფაქტი  ან ინსულტი, ხომ არ არის აუცილებელი რომ, ეს სიცხე COVID 19 - ით   იყოს გამოწვეული, ინფაქტი აქვს ადამიანს, ან ინსულტი და ამიტომ მოემატა  ტემპერატურა. სანამ დავასახელებდე იმ ექიმებს, ვინც ამას აკეთებს, ძალიან გთხოვთ რა, თქვენს პროფესიას მოეკიდეთ  პროფესიონალურად", - ასე მიმართა პაატა იმნაძემ კონკრეტულ ექიმებს.                

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში