ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა 

02 აპრილი 2020, 18:20 7254 ნახვა

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯანდაცვის მინისტრმა უთხრა. 

ზაალ მიქელაძის განმარტებით მეორე ტესტზეც უარყოფითი პასუხი მოვიდა. 

''მედალფაში'' მოთავსებულ პაციენტს ანალიზები გუშინაც აუღეს, დღეს კი პროტოკოლის მიხედვით პასუხი კიდევ ერთხელ გადამოწმდა. 

''ის კლინიკურად უკვე გამოჯანმრთელებული იყო, ტესტის პასუხს ველოდებოდით. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ჩვენ უკვე გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული. ის სავარაუდოდ კლინიკას მალე დატოვებს'' - ამბობს ზაალ მიქელაძე. 

პაციენტი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. 

ზაალ მიქელაძის განმარტებით, ცხელების ცენტრში, ანუ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მუდმივად შედიან მოქალაქეები, როგორც საკარანტინო ზონიდან, ასევე თვითდინებითაც. მინისტრის თქმით, დღეს აღებული 11 ანალიზიდან ყველა უარყოფითია. 

საქართველოში კორონავირუსი 26-მა მოქალაქემ დაამარცხა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში