ერაყში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

02 აპრილი 2020, 20:47 1796 ნახვა

ერაყში ქალაქ დოჰოკში მცხოვრები საქართველოს  50-მდე მოქალაქე დახმარებას ითხოვს. მათი თქმით,  კორონავირუსის გამო სამსახურებიდან 1 თვის წინ გაათავისუფლეს. თანხა კი რომელიც გააჩნდათ მთლიანად  საკვებ პროდუქტებში  დახარჯეს, არ იციან როგორ გადაიხდიან სახლის ქირასა  და კომუნალურ გადასახადებს. ამასთან გულის შეტევით გარდაცვლილია  35-წლამდე საქართველოს მოქალაქე,  რომლის გადმოსვენებასაც ქართველები ითხოვენ, მათი თქმით ცხედარი დაახლოებით 10 დღეა მორგშია  დასვენებული. ერაყში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქვეყანას ჩაკეტილი აქვს როგორც სახმელეთო, ასევე  საჰაერო მიმოსვლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,   საელჩო მუშაობს და ამის შესახებ ოჯახი ინფორმირებულია.  უწყების ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები საკონსულომ  საკვებით უზრუნველყო, თუმცა ქართველები ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ საკონსულოსგან მათ არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში