ორი ახალი პაციენტის ინფიცირება ვირუსის შიდა გავრცელებას უკავშირდება - ბოჭორიშვილის კლინიკა

03 აპრილი 2020, 10:22 2072 ნახვა

თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკის წარმომადგენლების განმარტებით, კლინიკაში ორი ახალი პაციენტი შევიდა, ამ ეტაპზე მათი ინფიცირების წყარო უცნობია და შიდა გავრცელებას უკავშირდება. არცერთი მათგანი რუსთავიდან არ გადაუყვანიათ. 

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს. 

„დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 9 პაციენტი. დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი ახალი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის გადმოყვანილი, თუმცა ამ წუთისთვის, საბოლოოდ მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის''- აცხადებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რამდენიმე მოქალაქის ანალიზის პასუხს ელოდებიან და შესაძლოა, სამი პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაწერონ. 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 14 პაციენტს დაუდასტურდა - მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ამ ეტაპზე საქართველოში covis-19-ით სულ ​148 მოქალაქეა ინფიცირებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში