ერთი საყურადღებო შემთხვევა გვაქვს, ინფიცირებულია ხანდაზმული, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გადიოდა - იმნაძე 

03 აპრილი 2020, 14:32 17264 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ახალი შემთხვევებიდან ერთი განსაკუთრებით საყურადღებოა. ინიცირებული პაციენტი ხანდაზმული პირია, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გადიოდა. პაატა იმნაძის თქმით, საკითხზე აქტიურად მუშაობენ. 

''ახალი შემთხვევებიდან ერთი განსაკუთრებით საყურადღებოა. დანარჩენები პრინციპში არის ცნობილი კლასტერების და შემთხვევების გაგრძელება. კონტაქტების მოძიების შედეგად დადგენილი. კიდევ ერთი შემთხვევა ბოლნისის გაგრძელებაა. 

ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის მოკვლევაც მიმდინარეობს. ძალიან საინტერესო ფაქტია. საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა. მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. 

ამიტომ ამ შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით. 

ჩანს რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს თუ ჩვენ არ დავემორჩილებით რჩევებს და საკარანტინო ზომებს'' - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში