ტიტები, რომელმაც მყიდველებამდე ვერ მიაღწია ონლაინ გაიყიდა - სოციალური კამპანია

03 აპრილი 2020, 15:32 5555 ნახვა

სოციალური კამპანია "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" 63 წლის კაკო ბაბუასთვის დაიწყო. რადიო თავისუფლებამ გურჯაანში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილზე გააკეთა მასალა.

გამოცემა წერდა, რომ "წესით, თბილისში, ნავთლუღის ბაზარში უნდა იყოს და საკუთარი ხელით მოყვანილ ტიტებს ყიდდეს, თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და სხვა შეზღუდვების მიზეზით, ნავთლუღის ყვავილების განყოფილება არ მუშაობს. შესაბამისად, კაკოც კახეთშია და ყოველდღე უყურებს, თუ როგორ ჭკნება მის ეზოში 5 000-ზე მეტი წითელი ტიტა".

კამპანიაში მალევე ჩაერთო უამრავი მსურველი და როგორც ორგანიზატორები წერენ, 5000 ლარიც შეგროვდა.

მომხმარებლები სოციალურ ქსელში ჩუქნიდნენ ერთმანეთს ტიტას სმაილს, სანაცვლოდ კი, თანხას სპეციალურ ანგარიშზე რიცხავდნენ.

ფული, აქციის ინიციატორების ინფორმაციით, ტიტების მფლობელს გადასცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში