წინმსწრებად ნუ ვისაუბრებთ სააღდგომო ლიტურღიაზე, იქამდე ჯერ კიდევ დროა - საპატრიარქო 

03 აპრილი 2020, 16:18 1860 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, ხვალიდან, ყველა ტაძარი საღამოს 8 საათზე დაიკეტება, იმისთვის რომ არ დაირღვეს კომენდანტის საათი - განცხადება საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

"დღეს, სასულიერო პირებმა, საპატრიარქოდან დამატებით მიიღეს დამატებით რეკომენდაციები - შუადღის 4 საათზე დაიწყოს და ტაძარი დაიკეტოს 8 საათამდე, იმისთვის რომ არ დაირღვეს კომენდანტის საათი. 

იმ ეკლესიებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ მეტრიანი მონიშვნები, მოვთხოვეთ დროულად გაკეთდეს იგი. ყველა ტაძარის წინამძღვარს დაევალა, სისტემატიურად მოხდეს ხატებისა და სიწმინდეების სპირტით ან სპირტნარევი ვარდის წყლით გაწმენდა. ამისთვის კი, ნებისმიერი ეკლესიაში ერთი პირი უნდა გამოიყოს, რომ კარანტინის პირობები შევასრულოთ" - საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძემ.  

მისი თქმით, ეკლესია ცდილობს, ადეკვატურად გვქონდეს რეაგირება არსებულ სიტუაციაში. "ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობასაც და რელიგიურ დოგმატიკასაც. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ გვაქვს მჭიდრო ურთერთობა ხელისუფლებასთან. წინმსწრებად ნუ ვისაუბრებთ სააღდგომო ლიტურღიაზე, იქამდე ჯერ კიდევ დროა". 

საპატრიარქოში ამბობენ, რომ ისინი სადღესაწაულო წირვის ჩატარების დროს არ დაარღვევენ კანონს, რადგან წირვის ჩატარება ღია ცის ქვეშ მოხდება. "ჩვენ ვამბობთ, რომ ტაძრის ეზოში იდგება მრევლი, ისევე როგორც დისტანციით დგანან მაღაზიებთან, ამიტომ არ დარღვევა კანონი სამი ადამიანის შეკრების შესახებ. ასევე, ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ვინც რისკჯგუფშია, ყველა ამ ადამიანს მიეცა რეკომენდაცია დარჩნენ სახლში"

საპატრიარქოში ასევე განმარტეს, რომ კომენდანტის საათის გვერდის ავლით ტაძარში შეკრების ვერსია, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო. 

"კონკრეტული მღვდლის ვერსია იყო, რომ აღდგომას 9 საათამდე შეიკრიბება მრევლი და დილის 6 საათზე გავა ტაძრიდან - ეს განცხადება არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ის მისი მოსაზრება იყო. ეს არ არის არავისთვის სახელმძღვანელო" - საპატრიარქოს პრესსპიკერმა.  

კორონავირუსის პრევენციის კუთხით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქალაქეებს ეკრძალებათ თავშეყრა, რადგან სპეციალისტების რეკომენდაციებით, სოციალური დიტანცირება კორონავირუსის შეკავების საუკეთესო გზაა. მთავრობა კორონავირუსის კრიზისულ ფაზას აპრილის შუარიცხვებში ელოდებიან. 

მანამდე კი იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ საგანგებო რეჟიმს 3000 ლარით აჯარიმებენ. მათ შორის პოლიციამ  დააჯარიმა ქუჩაში ფეხბურთის სათამაშოდ შეკრებილი 11 ადამიანი. 

საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა, საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 706 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმა, საერთო ჯამში, ჯარიმების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში