პოლიციამ ტაძრის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი ამხილა

03 აპრილი 2020, 22:28 1604 ნახვა

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. პოლიციამ ტაძრის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - მხილებულია 2 არასრულწლოვანი. გატეხილია შესაწირი ყუთები და წაღებულია თანხა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები "დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - ნათქვამია შსს განცხადებაში

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში