აჭარაში 1 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 6 კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა-ნინო ნიჟარაძე 

04 აპრილი 2020, 11:45 1377 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით აჭარაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 6 კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. 

მისივე განმარტებით ინფექციურ საავადმყოფოს 24 საათში სულ 36 პაციენტმა მიმართა, 33 შემთხვევაში პასუხები უარყოფითი იყო, სამი მათგანის პასუხი კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

"24 საათის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა 36 პაციენტმა, ისინი იყვნენ როგორც თვითდინებით შესული, ისე საკარანტინო ზონიდან, ასევე ონლაინ კონსულტაციით გადაცემულები. 33 შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მივიღეთ, 3 შემთხვევაში კვლევები გრძელდება და მალე გვექნება მათზე ინფორმაცია.

ამოქმედებული პროტოკოლის მიხედვით, ხდება ზარების გადამისამართება ჯანდაცვის სამინისტროს დატრენინგებულ ექიმებთან. 2 დღის განმავლობაში ონლაინ კლინიკაში შევიდა სულ 44 ზარი და აქედან 4 იქნა გადამისამართებული ცხელების ცენტრში.

​საკარანტინო სივრცეში გვყავს 2000 ათასი პირი, დაახლოებით 380 პირი დღეს დატოვებს საკარანტინო ზონას თვით იზოლაციაში არის ასამდე პირი, მათი მდგომარეობა დღეის მდგომარეობით არის დამაკმაყოფილებელი. სიტუაცია არის კონტროლდაქვემდებარებული"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე განმარტებით, დაინფიცირებული მედდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მასთან კონტაქტში მყოფი პირები, მათ შორის მისი კოლეგები ყველა მოძიებულია და ვისთანაც შესაძლებელი და საჭირო იყო კვლევები უკვე ჩაუტარდა.

"მედდის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მსუბუქად გამოხატული რესპირაციული ჩივილებით. ყველა შესაძლო კონტაქტი არის მოძიებული, ნაწილის კვლევა უკვე ჩაუტარდა და ვისთანაც შესაძლებელი იყო პროტოკოლის მიხედვით ყველას შემთხვევაში არის ნორმალური პასუხი მიღებული.

თუკი საჭირო გახდება დანარჩენ კონტაქტებთან მიმართებაში რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უმნიშვნელო ჩივილიც რომ იყოს დაუყოვნებლვ მოხდება ლაბორატორიული დიაგნოსტირება.

ნებისმიერი, პირი რომელიც განესაზღვრა კონტაქტად 14 დღის შემდეგ, მათ შორის ორი პირი არის კარანტინის რეჟიმში თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს საშუალებას ისინი დაუბრუნდებიან სამუშაო რეჟიმს"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში