ქობულეთში  ბაღის აღსაზრდელებისათვის სოციალური კალათის დარიგების პროცესი მიმდინარეობს

04 აპრილი 2020, 11:52 1314 ნახვა

ქობულეთში  ბაღის აღსაზრდელებისათვის სოციალური კალათის დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პროდუქტი უკვე გადაეცათ 120 სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დედით ან მამით ობოლ ბავშვებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 29-საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სასურსათო პროდუქტს კიდევ 2 900 აღსაზრდელს გადასცემენ.  სოციალური დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბაღების გაერთიანების  ბიუჯეტიდან, 109 000 ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში