ბათუმის აგრარული ბაზარი დაიხურა

04 აპრილი 2020, 13:45 4594 ნახვა

ბათუმის აგრარული ბაზარი დაიხურა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ დღეს დილით მოვიდნენ და გააფრთხილეს, რომ ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. მათივე განმარტებით ეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხდებოდა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და რეკომენდაციით ბაზარი მთლიანად დაიხურა.  მათივე განმარტებით, ბაზარი დახურული იქნება, მანამ ვიდრე საბჭო გახსნის შესახებ რეკომენდაციას არ გასცემს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში