მე, როგორც ერთი ქრისტიანი, წირვას ვუყურებ სახლიდან ტელევიზორით, ყველას მოვუწოდებ მოიქცნენ ასე - პრემიერი

04 აპრილი 2020, 14:07 54749 ნახვა

მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით და ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ყველა ასე მოვიქცეთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრმა იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა ის სააღდგომო ლიტურგიას.

"მოდით ასე შევთანხმდეთ, ბევრს უნდა, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ, მათ შორის ეკლესიისთვის დოგმატურ საკითხებზე, წინააღმდეგობებზე კონფლიქტური სიტუაცია შემოიტანოს. ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის ვიპოვით დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე იქნება ორიენტირებული და ასევე, არ დაარღვევს ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს.

მე, როგორც ერთი ქრისტიანი, სახლიდან ვუყურებ წირვას ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა როგორც მოქალაქის, ასევე მთავრობის თავმჯდომარის. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, მოიქცნენ ასე. ჩვენ, ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენ ოჯახის, მეზობლების. მშობლების ჯანმრთელობას"-განაცხადა პრემიერმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში