COVID-19-ის დადასტურებული 157 შემთხვევა, 28 გამოჯანმრთელებული

04 აპრილი 2020, 18:17 1468 ნახვა

საქართველოში კოვიდ 19-ით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულ 79 წლის ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  განცხადებით, ე.წ. კლასტერში, რომელშიც აღნიშნული ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია.

საქართველოში ამ დროისთვის 157 პაციენტია ინფიცირებული, მათ შორის 28 გამოჯანმრთელდა. გამყრელიძე განმარტავს, რომ  აპრილის და მაისის თვის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება. ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში