"ალბათ დღეს რამდენიმე პაციენტი კიდევ დატოვებს კლინიკას" - მარინა ეზუგბაია

05 აპრილი 2020, 10:40 1768 ნახვა

დღეს დილით შემოვიდა 7 ახალი პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ კვლევა. ეს ადამიანები იმ პირების კონტაქტებია, ვინც გადის ჩვენთან მკურნალობას კორონავირუსზე - ამის შესახებ ბრიფინგზე მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 7 პაციენტის კვლევის პასუხები, საღამოს იქნება ცნობილი.ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დღეს მეორადი კვლევები უტარდება რამდენიმე პაციენტს და სავარაუდოდ ისინი დატოვებენ კლინიკას.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 170 შემთხვევა ფიქსირდება, 36 პირი  გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში