39 წლის გენადი ცენტერაძე ერაყში გარდაიცვალა, ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

05 აპრილი 2020, 14:10 70040 ნახვა

39 წლის გენადი ცენტერაძე ერაყში გარდაიცვალა, ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, ემიგრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა, აქვთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ მთავრობა დახმარებას დაპირდა, თუმცა მე-13 დღეა ცხედარი დოჰოკის პროზექტურაშია და საქართველოში გადმოსვენება ჭიანურდება. ახლობლები თხოვენ აჭარის მთავრობას უშუამდგომლონ თურქეთის შესაბამის სამსახურებთან და გაუხსნან საზღვარი. გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ გადმოსვენების ხარჯებს თავად დაფარავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში