63 წლის ქალი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, სახლიდან არ გადიოდა და მხოლოდ შვილთან ჰქონდა კონტაქტი - ექიმი

06 აპრილი 2020, 09:58 10705 ნახვა

ქუთაისის ცხელების ცენტრიდან პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა,  ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი 63 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმე არ არის. 

ექიმის თქმით, ქალი სახლიდან არ გადიოდა, მას კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ შვილებთან. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

„პაციენტის მდგომარეობა ერთი შეხედვით არის საშუალო სიმძიმის, არის შესუსტებული სუნთქვა. აქვს გულის უკმარისობა და რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობას ამძიმებს. გაუკეთდება ანალიზები, იქნება პასუხები და საჭირო მკურნალობა. როცა იქნება ანალიზის პასუხები, დაემატა მკურნალობის მიზნით სხვა მედიკამენტები.

იყო სახლში, ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, გარდა შვილისა, რომელიც მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში და მეორე შვილი ჰყავს კიდევ, სხვასთან კონტაქტი არ ჰქონია. სავარაუდოდ ეს არის შიდა გადადების შემთხვევა. პასუხი დღეს დადასტურდა და შვილსაც, რა თქმა უნდა, გამოიკვლევენ. თუ მას არ დაუდასტურდა ვირუსი, გადადების წყარო იქნება გაურკვეველი. თვითონ ანამნეზით ამბობს, რომ უჭირს სიარული, აქვს გულის უკმარისობა, ადვილად იღლება, ქოშინი აქვს. მისი თქმით, გარეთ ხშირად ისედაც არ გადიოდა. 63 წლის ქალბატონია პაციენტი. შვილსაც მოიძიებენ და გაუკეთდება ანალიზი. უბრალოდ დადასტურება პაციენტის პასუხისაც მოხდა გვიან, სულ ცოტა ხნის წინ“, – განაცხადა ექიმმა მარიამ ვარდანაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში