18 ახალი პაციენტიდან ხუთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია - ეზუგბაია 

06 აპრილი 2020, 10:44 1975 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 18 ახალი შემთხვევიდან, ხუთი პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირების წყაროები ცნობილია.

''24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ჩვენთანაა და მათი წყაროები ცნობილია. დღე-ღამის განმავლობაში 28 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და აქედან ხუთი იყო დადებითი. სამი გაურკვეველი პასუხი იყო და კიდევ ჩატარდება. კლინიკაში 38 პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთი გვყავს კრიტიკული. 4 მოქალაქის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ახლა უკვე სტაბილურია. 

გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს'' - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ. 

მისივე თქმით, რამდენიმე პაციენტზე ტესტის განმეორებით პასუხს ელოდებიან. თუ კორიონავირუსზე ანალიზი კვლავ უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 188 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში