60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკზე აცრან

06 აპრილი 2020, 16:11 5016 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პნევმოკოკის ვაქცინაცია შეარჩიეს იმიტომ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში, ხშირია პნევმონია.

'' ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია და ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“ - თქვა მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის, პნევმონია ხშირია.

ქვეყანაში ამ ეტაპზე covid-19-ით 188 მოქალაქეა ინფიცირებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში