ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

06 აპრილი 2020, 18:15 1539 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ბანკის 16 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის შვიდ  თანამშრომელს „კოვიდ-19“-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია. ამჟამად „კოვიდ-19“ ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით." - ნათქვამია განცხადებაში

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თანამშრომლების 90% დისტანციურად მუშაობს და შენობაში რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში