საყოველთაო ნათლობა გაიმართება

25 სექტემბერი 2016, 00:00 2561 ნახვა

ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება. ჩვილთა 45-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ნათლობის დასრულების შემდეგ, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 29 ათას 53 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში