შეღავათის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

06 აპრილი 2020, 20:40 2535 ნახვა

ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ნომერში   შესახლებული მეწყრის შედეგად დაზარალებული,  სოციალურად დაუცველი 8 ოჯახი, წლებია ერთი მრიცხველით სარგებლობს. მათ დაახლოებით 700-800 კილოვატი ელექტრო ენერგია აქვთ  გახარჯული  და  მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით ვერ სარგებლობენ. ისინი  ცალ-ცალკე მრიცხველების დამონტაჟებას ან ადგილობრივი თვითმმართველობისგან  დახმარებას ითხოვენ .

სიტუაციას  ადგილზე  ქობულეთის მერი გაეცნო . მირიან ქათამაძე   შესახლებულებს ვითარების გარკვევას და დახმარებას დაჰპირდა. სემეკი სატელეფონო კომენტარში განმარტავს, რომ  ყოფილი სკოლის შენობაში  შესახლებული 8 ოჯახი  აბონენტებად დარეგისტრირებული არ არის,     შეღავათი  კი კონკრეტულად ერთ მრიცხველზეა გათვალისწინებული და ის 200-კილოვატს  არ უნდა აღემატებოდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში