სამი ახალი შემთხვევა შიდა გავრცელების გაგრძელებაა - მაკა სოლოღაშვილი

07 აპრილი 2020, 10:31 2241 ნახვა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში დადასტურებული ბოლო შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი მათ კლინიკაში მკურნალობს. მაკა სოლოღაშვილის თქმით, ეს შიდა გავრცელების გაგრძელებაა. მისი განმარტებით, ინფიცირებული პირების ოჯახის წევრებსაც covid-19 დაუდასტურდათ და ისინი სხვა კლინიკაში უკვე მკურნალობენ. საუბარია ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე, რომლებიც სავარაუდოდ ფულით დაინფიცირდნენ. 

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 6 არასრულწლოვანი მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

'' ბოჭორიშვილის კლინიკაში 41 ადამიანი მკურნალობს. კოვიდ ინფიცირებული 13 გვყავს, ოთხი პაციენტის პასუხს კი დღეს მივიღებთ. 18 წლამდე ასაკისაა 6.  მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი რჩება შედარებით საყურადღებო. 

სამივე ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებაა. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. არცერთი არ არის ეკლესიასთან შეხებაში.  მათი ოჯახის წევრები კორონავირუსზე უკვე მკურნალობენ. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

რაც შეეხება პნევმონიას, პლაქტიკულად ყველა პაციენტთან არის მე- ნაკლებად გამოხატული პლევმონია'' - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმში.  ბოლო მონაცემებით ქვეყანაში covid-19 195 მოქალაქეს აქვს დაფიქსირებული. კორონავირუსი უკვე დაამარცხა 39 მოქალაქემ.  გარდაიცვალა ორი. კარანტინის რეჟიმში - 4708, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 ადამიანი რჩება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში