თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდა

07 აპრილი 2020, 11:26 1691 ნახვა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 2 ახალ პაციენტს დადასტურდა. გუშინ კვლევის გადაგზავნილი 34 პაციენტიდან ორ შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო. მათ დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

"მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ სამედიცინო სფეროსთან კავშირი არ აქვთ. პაციენტებს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ"-განაცხადეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

მედპერსონალს, რომელიც გადაიყვანეს 

სულ არის 43 პაციენტი, 34 ანალიზი იქნა გადაგზავნილი და ორს დაუდასტურდა.

რაც შეეხება კლინიკის 2 თანამშრომელს, რომლებსაც დაუდასტურდათ კოვიდ 19. მათი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

"მათ ინიფიცირებულებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მედრპერსონალის საკითხს ამ დრომდე იკვლევენ თუ რატომ მოხდა მათი დაინფიცირება ეს არის კლინიკაში თუ გარეთ დაინფიცირების შემთხვევა ეს კიდევ დაუდგენელია"- განმარტა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიამ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სულ 43 პაციენტი მკურნალობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში