​კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების და არასრულწლოვანის მდგომარეობა კარგია - ლევან რატიანი

07 აპრილი 2020, 12:01 1321 ნახვა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 6 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

"პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთვევაში პასუხი იყო უარყოფითი. ამ ეტაპზე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 6 პაციენტი, 3 მათგანი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. 2 არის ქალი, პირველი 62 წლის მისი მდგომარეობა სტაბილურია, 80 წლის ქალბატონის მდგომარეობაც სტაბილურია, ის მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. გუშინ და გუშინწინ იყო 42 წლის მძიმე პაციენტი, მისი მდგომრეობაც შედარებით სტაბილურია, იმედია მას ფილტვების ხელოვნურ ვინტილაციაზე გადაყვანა არ დაგვჭირდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არცერთთან უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება. ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია. როგორც დედების, ისე ნაყოფების მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. ბოლო დღეებია მათთან არანაირი გართულება არ გამოვლენილა და იმედია არც გამოვლინდება და ტესტი უარყოფითი შედეგის შემთხვევაშ, ისინი რამდენიმე დღეში გაეწერებიან ბინაზე. 

13 წლის ბიჭის მდგომარეობა კარგია, არანაირი ჩივილები არ აქვს და იმედი მაქვს ის მალე გაეწერება. ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,პათოლოგია არ ვლინდება. 

ექიმი, რომელიც არის ქალი, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მასთან ცხელება ბოლო 16 საათია არ ფიქსირდება, სუნთქვის პარამეტრები არ უარესდება. მედპერსონალი 2, რომლებიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან , მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე უარყოფითი დინამიკის გარეშეა, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ"-განაცხადა ლევან რატიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში