საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი ფიზიკური პირებისთვის დახურულია

07 აპრილი 2020, 16:03 1904 ნახვა

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია. უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე, შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. შესაბამისად, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი („წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“ და „მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ამოქმედდა ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები. გადაადგილება ნებადართული მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვებით. ნებართვის მისაღებად მსურველმა პირებმა SMS-ს შეტყობინება უნდა გაგზავნონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ნომერზე, მიუთითონ პირადი მონაცემები და სახლიდან გამოსვლის მიზეზი, რის შემდეგ მათ მოუვათ შესაბამისი პასუხი. საპასუხო SMS–ს შეტყობინებაში მითითებული იქნება ნებართვის მოქმედების ვადა. საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში