კორონავირუსი ეკლესიის სტიქაროსანს დაუდასტურდა

07 აპრილი 2020, 16:54 3250 ნახვა

​კორონავირუსი ეკლესიის სტიქაროსანს დაუდასტურდა. ვირუსული ინფექცია აქვს, ასევე მის ბებიას და დედას. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს იმ ეკლესიის წინამძღვარი, სადაც ის მსახურობს.

სტიქაროსანი თემქაზე, თბილისის ზღვის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობს. ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ სტიქაროსანს მრევლთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით 2-3 კვირის უკან სტიქაროსანის ბაბუას დაუდგინდა ფილტვების ანთება და არა კორონავირუსი.

"როგორც სტიქაროსანისა და დედამისისგან გავარკვიე, ბაბუას სახიფათო არაფერი ჰქონდა და არც რჩევა მიუღიათ ექიმებისგან. გუშინ კი გავიგე, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა და რომ მკურნალობის კურსს გადის"-განაცხადა მამა სერაფიმემ.

არსებული ინფორმაციით, სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკაში სტიქაროსანის ბაბუა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი იმყოფება.

 

ზოგადი ფოტო სოციალური ქსელიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში