აგრარული ბაზრები მუშაობას გააგრძელებენ, თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ - მინისტრი

07 აპრილი 2020, 17:17 3069 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, აგრარულ ბაზრებში ინფექციის გავრცელების დიდი რისკი იყო, ამიტომ მათი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. კონკრეტული ბაზარი მუშაობას გააგრძელებს, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია რეკომენდაციებს გაითვალიწინებს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

აგრარული ბაზრის ფუნქციონირების გადაწყვეტილებას კი რეგიონებში, სპეციალურად შექმნილი საბჭოს წევრები ინდივიდუალურად მიიღებენ. 

მუშაობის პერიოდში კი მოვაჭრეებს ადა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა მოუწევთ. მათ შორისაა პირბადეების ტარება და ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვა. 

''საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. გვქონდა მსჯელობა. ყოველდღიურად იცვლება ვითარება და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად სწრაფად და ადეკვატურად მიიღება. 

აგრარული ბაზრებში დიდწილად ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი იყო, აქედან გამომდინარე ძირითადად მუშაობა იქნება შეზღუდული, თუმცა იქნება გამონაკლისები. ამას ადგილზე არსებული სამუშაო ჯგუფები და შტაბები გადაწყვეტენ.  

აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია იმ სტანდარტების სრული დაცვით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  შეიმუშავა'' - განაცხადა ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი. ბაზრები დაიკეტა ბათუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სენაკში და ზუგდიდში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში