კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 5 პაციენტი დაემატა

08 აპრილი 2020, 11:11 1479 ნახვა

ბათუმის კლინიკა "მედალფაში" გუშინ კიდევ 6 პაციენტი შეიყვანეს. აქედან 5 კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთის კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს და მისი პასუხები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

"5 დან 4 პაციენტი არის ასაკოვანი, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ერთი არის მსუბუქი ფორმით. ერთის კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. სულ კლინიკაში კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობას 15 პაციენტი გადის"-განაცხადა "მედალფას" კლინიკურმა დირექტორმა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში