ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებს - როიტერსი

08 აპრილი 2020, 10:33 1749 ნახვა

ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად 1 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. დორსის განცხადებით, აღნიშნულ თანხას, რომელიც მისი ქონების 28 პროცენტს შეადგენს, საკუთარ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჟანგბადი მიეწოდება, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული არ არის.

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 736 ადამიანი გარდაიცვალა,. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 722-ს აღწევს. ქვეყანაში კორონავირუსის 400 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანრმთელებულია 21 674 ადამიანი. საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მთლიანობაში 10 000-ს გადააჭარბა.

სამინისტროს ცნობით, 7 091 ადამიანი საავადმყოფოებში დაიღუპა, ხოლო 3 237 - თავშესაფრებში. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებიდან და მას გადაწყვეტილების გადახედვა სურს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანმოს პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში