თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა ფოთის საგუშაგოებზე

08 აპრილი 2020, 10:46 1037 ნახვა

თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა ფოთის საგუშაგოებზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოტრასნპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით  სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.

მხოლოდ  ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, კონტაქტებს არკვევენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში