"რა ვქნათ აბა, სამზე მეტი მანქანაში არაო და ელენე ფეხით მოგვყვება" - დედამ სამივე შვილი მანქანაში ვერ ჩასვა

08 აპრილი 2020, 15:31 3687 ნახვა

"რა ვქნათ აბა, სამზე მეტი მანქანაში არაო და ელენე ფეხით მოგვყვება" - ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე  აქვეყნებს. ვიდეოს 250 მეტი გამოხმაურება და 1500 მდე გაზიარება აქვს.  ვიდეოში ჩანს, რომ დედა საჭესთან ზის, ორი ბავშვი უკანა სავარძელში ჰყავს, მესამე შვილი კი ფეხით მიყვება ავტომობილს. 

"რა ვქნათ აბა, სამზე მეტი არაო და ელენე ფეხით მოგვყვება. ნელა ვივლი დედა და გამოგვყევი," - ამბობს ვიდეოში დედა. 

საქართველოში, კოვიდ-19 პრევენციის მიზნით, საგანგებო რეჟიმით განისაზღვრა, რომ ავტომანქანით არ შეიძლება ორ მგზავრზე მეტის გადაყვანა. ისინი უნდა ისხდნენ უკანა სავარძელზე, იზოლირებულად მძღოლისგან. 

წესის დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარია. ამ რეგულაციას საკმაოდ დიდი პროტესტი მოჰყვა მოქალაქეებისგან. ამბობენ, რომ რეგულაცია აბსურდულია და 4 სულიან ოჯახებს, სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 

 

მშობელმა ვიდეოს საჯაროდ გამოყენება არ ისურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში