გუშინ, 7 აპრილს, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა. დღეს მასთან კონტაქტში მყოფ კიდევ 5 პირს დაუდგინდა covid-19. ორი ქალის ოჯახის წევრია, სამი კი მეზობელი. ერთ-ერთი ინფიცირებულის მამაა, რომელიც ფილტვების ანტების დიაგნოზით ქობულეთის კლინიკაში მკურნალობდა.
დღეს სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და კონტაქტებს იკვლევენ. დღის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი 27 ადამიანის ანალიზის პასუხი.
დღეს კორონავირუსზე ანალიზის აუღეს იმ ქალსაც, რომელიც ინფიცირებულების მეზობელი ან ახლობელი არ ყოფილა, კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტი რენიმაციულ განყოფილებაში დაუდასტურდა. აღმოჩნდა, რომ ქალი ქობულეთის იმ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც ინფიცირებული კაცი მიიყვანეს. ქალი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სწორედ მასთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა რეანიმაციაში პირმა, რომელსაც დღეს კოვიდ 19 დაუდგინდა.
''ოპერაცია გაიკეთა, სახლში გაწერეს, მოგვიანებით ანემია დაემართა და კლინიკაში ისევ დააბრუნეს. რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. სწორედ ამ დროს შეუყვანიათ სოფელ გვარიდან პაციენტები. ერთს ფილტვების ანთება ჰქონდა. კლინიკაში ერთად, ერთ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში იწვნენ. შემდეგ ჩემი მეზობელი გამოწერეს. აღნიშნულ პერიოდში წესები უკვე გამკაცრებული იყო და პაციენტთან ოჯახის წევრებსაც კი არ უშვებდნენ. დღეს ამ ქალსაც იკვლევენ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მოქალაქემ.
დღეს ერთი დღით დაკეტეს ქობულეთის საავადმყოფო. იქ სადეზინფექციო სამუშაოები და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სპეციალისტები მუშაობდნენ.
რაც შეეხება სოფელ გვარს, მოქალაქეები ქუჩების დეზინფექციას ითხოვენ. არ გამორიცხავენ, რომ სოფელი ჩაიკეტოს და საკარანტინო ზონად გამოცხადდეს.
ამ ეტაპზე ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. საუბარია შიდაგადადების ფაქტზე.