სოფელ გვარას 45 ოჯახი ტერიტორიის სრულ დეზინფექციას ითხოვს

08 აპრილი 2020, 19:17 5157 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, სადაც ორ პირს კორონავირუსი დაუდგინდა მოქალაქეები დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ. სოფელს ამ დრომდე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და კოვიდ ინფიცირებულების კონტაქტებს ამ დრომდე სწავლობენ. 

ამ ეტაპზე 28 ადამიანს უტარდება შემოწმება კოვიდ 19-ზე,  ერთი დღით დახურულია ქობულეთს კლინიკა და ასევე სოფლის მედპუნქტი, სადაც ინფიცირებულები მანამდე იმყოფებოდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სოფლის მცოხვრებლები ამბობენ, რომ "შესაძლოა სოფელი სრულად ჩაიკეტოს და კარანტინის ზონაში მოხვდეს".  ფიქრობენ, რომ საფრთხე რეალურია და  კატეგოროიულად ითხოვს, ქუჩებისა და სახლების დეზინფექციას. ასევე, ყვებიან რომ სოფელში იმყოფებოდნენ ინფექციონისტები. მიიღეს თვით იზოლაციიაზე გაფრთხილება და რეკომენდაციები.

სოფელი ახლოსაა ადმინისტრაციულ ცენტრთან, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს, მთლიანად გვარა კონდიდში კი 400-მდე კომლია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში