შესწორება: ქობულეთის საავადმყოფო მხოლოდ კლინიკაში მყოფ პაციენტებს ემსახურება

09 აპრილი 2020, 10:24 1511 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებამ დღეს, 9 აპრილს მუშაობა განაახლა. 

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ კლინიკა მხოლოდ იქ არსებულ პაციენტებს ემსახურება. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, დღის ბოლოს გადაწყდება რა პროფილით გააგრძელებს კლინიკა მუშაობას ან გააგრძელებს თუ არა.

"რაც შეეხება ქობულეთის საავადმყოფოს, ის ამ ეტაპზე სერვისს უწევს იქ დარჩენილ პაციენტებს. რომლებიც რისკის ზონად არ განიხილებოდნენ, თვითონ საავადმყოფოში გამოყოფილია ყველა კონტაქტირებული პირი, როგორც ექიმები, ასევე პაციენტები. ჩვენ დღის ბოლომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას რა პროფილით გააგრძელებს საავადმყოფო ფუნქციონირებას თუ დარჩენილი არაკონტაქტირებული პირების რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კლინიკამ მუშაობა გუშინ შეაჩერა, რადგან საავადმყოფოში ორჯერ იმყოფებოდა პირი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში