ცეცხლმოდებული გემიდან ეკიპაჟის 12-ვე წევრი უვნებლად გადმოვიყვანეთ ჩვენს გემზე - ბათუმელი მეზღვაური

09 აპრილი 2020, 11:37 5425 ნახვა

გუშინ, 8 აპირილს, გვიან ღამით, 3:00 საათზე ხემლთაშუა ზღვაში მცურავ გემს " BELLATRIX"-ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. 

როგორც ბათუმელი მეზღვაური, გიორგი თუშმალიშვილი ფეისბუქზე წერს, ცეცხლმოდებულ გემის ეკიპაჟის წევრებს დახმარება გაუწიეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი - Arife-ს ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და  ცეცხლმოდებული გემიდან ყველა მეზღვაური უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.  

"გუშინ გაჩნდა ხანძარი გემზე,  საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია, ჩვენს გემზე ამოყვანილი იქნა ეკიპაჟის 12 -ვე წევრი. მადლობა ღმერთს მსხვერპლის გარეშე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ" - წერს მეზღვაური და ვიდეოს ავრცელებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში