მალდინებმა კორონავურუსი დაამარცხეს

09 აპრილი 2020, 11:39 1772 ნახვა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მილანის’’ ყოფილმა ლეგენდარულმა მცველმა და ამაჟამად გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ და მისმა შვილმა, რომელიც ,,მილანის’’ ფეხბურთელია კორონავირუსი დაამარცხეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა ,,კალჩომერკატო’’ აქვეყნებს.

დანიელე და პაოლო მალდინები სრულად გამოჯანთელებულები არიან. მამა-შვილს ვირუსი 21 მარტს დაუდგინეს. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვირუსის დადასტურების შემდეგ სპეციალური ვიდეო ჩართვა გააკეთა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა თუ რა ცვლილებები მიდიოდა მის ორგანიზმში და რა სიმპტომები დაუდასტურდა.

პაოლო მალდინი გუნდში მალე დაბრუნდება, რადგან განსახილველი საკითხია ფეხბურთელთა ხელფასების შემცირება.

კორონავირუსი უკვე დაამარცხეს ფიორენტინას ფეხბურთელებმა: კუტრონემ, პეცელამ და ვლაჰოვიჩმა, იუვენტუსის მცველმა დანიელე რუგანიმ და სხვა ფეხბურთელებმა.

იტალიაში კორონავირუსი 139 422 ადამიანს დაუდასტურდა. 9 აპრილის მონაცემებით ვირუსით 17 669 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 26 491 გამოჯანმრთელდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში