სოხუმის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გარდაცვლილ მოზარდს ვირუსი არ დაუდასტურდა

09 აპრილი 2020, 10:06 1086 ნახვა

სოხუმის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გარდაცვლილ მოზარდს ვირუსი არ დაუდასტურდა.  „სპუტნიკ-აფხაზიას“ ცნობით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. 15 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას გაგრაში „კომენდანტის საათის“ შემოღების შესახებ.  

განკარგულების მიხედვით, კომენდანტის საათი იმოქმედებს 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იკრძალება ქუჩაში და საცხოვრებლის გარეთ ყოფნა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში