გინდა სწრაფი იყოს, გინდა ნელი, ოქროსი, ვერცხლის ოღონდ მასობრივი ტესტირება დაიწყეთ - გიორგი ვაშაძე

09 აპრილი 2020, 12:50 1667 ნახვა

ახალი საქართველოს ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას მასობრივი ტესტირების და დიაგნოსტირების დაწყებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზის გადაურჩეს, ადამიანები კი შიმშილს. 

გიორგი ვაშაძის თქმით, ადამიანები გარკვეული სიმპტომებით კლინიკებში მიდიან, ექიმებს კი გამოკვლევისათვის საჭირო ტესტები არ აქვთ. 

''გინდა სწრაფი იყოს, გინდა ნელი იყოს, გინდა ოქროსი, ვერცხლის, ბრინჯაოს როგორი ტესტიც გინდათ, მაგრამ ადამინების დიაგნოსტირება დაიწყეთ. თუ ეს არ იქნება გველოდება შიმშილი და კიდევ უფრო გაღარიბება. ​

გატარებული სამუშაოების მიუხედავად ჩვენ მძიმე რეალობაში ვართ, იმიტომ რომ არვინ იცის როდის იქნება ეპიდაფეთქება, ამას ემატება შიმშილის პრობლემა. ერთი თვის წინ როდესაც ავტეხეთ განგაში მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა ''ქართულმა ოცნებამ''. დღეს კი ყველა თანხმდება რომ ნომერ პირველი ამოცანა დროული დიაგნოსტიკაა. რატომ არ იყო აუცილებელი მარტში და რატომ არის დღეს? რა შეიცვალა? არაფერი გარდა იმისა, რომ დიდი შეცდომაა დაშვებული მარაგების შევსების კუთხით. დიდი შეცდომაა, როდესაც ადამიანი ექიმთან მიდის და  ექიმებს არ აქვს შესაძლებლობა დაუსვან დიაგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით.

ყველა ახალი შემთხვევა ქობულეთის, ვანის, თემქის აჩვენებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ სადიაგნოსტიკო საშუალება. 

ჩვენი გეგმით, ამ ეტაპისთვის 30 000 ადამიანი იქნებოდა ტესტირებული. დღეს კი მოლოდინის და შიმშილის რეჟიმში ვართ. ყოველი დაგვიანებული დღეს მასობრივი დიაგნოსტიკის, ეს არის კიდევ ერთი დამატებული დღე გაჩერებული ეკონომიკის და შიმშილის. 

დღეს პოლიციელებს ვარბენინებთ სიცხის გასაზომად, იმიტომ რომ სხვა რესურსი არ გვაქვს. 

მინისტრმა თქვა რამდენიმე ათასი ტესტი ჩამოვიტანეთო, ხოდა ექიმებს და კლინიკებს მაინც დაურიგეთ ხალხს გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ადამიანებს აქვს სიმპტომები და დიაგნოსტირებას ვერ იტარებენ'' - თქვა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში