ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ ინფიცირებულების მისაღებად მზადაა

09 აპრილი 2020, 13:13 3829 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19 ინფექციის მართვაში ჩაერთო. კლინიკა Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა Covid19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად.

სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულია ახალი ტექნიკა, ინვენტარი, ბოქსირებული პალატები. სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათსათვის შეიძინეს 27 მართვითი სუნთქვის აპარატი , 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.

შენობა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული.

კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა - „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში'', შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში