ანაკლიაში ზღვამ ე.წ. „ალბინოსი ძუძუმწოვარი“ გამორიყა - ალბინოსი მანამდე ბათუმის პორტში დააფიქსირეს

09 აპრილი 2020, 14:12 6587 ნახვა

შავი ზღვამ ანაკლიის სანაპიროზე „ალბინოსი ზღვის ღორი“ გამორიყა. ძუძუმწოვარი ნაპირზე ზუგდიდის მეთევზეთა კლუბის წევრებმა დღეს, 9 აპირლს,  დილით აღმოაჩინეს.

ეს ძუძმწოვარი ერთადერთი სახეობა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი ზღვის ბინადარია.  

2005 - 2018-წლებში  ალბინოსი ზღვის ძუძუმწოვრები, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, სულ მცირე  3- ჯერ დაფიქსირდა.  

„ზოგადად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის ძუძუმწოვრების 2-ჯგუფი გვხვდება: ერთი არის ზღვის ღორი, და მეორე დელფინები, რომელიც მიეკუთვნება, აფალინი და თეთრგვერდა ძუძუმწოვართა სახეობას“ - გვიყვება ზღვის ბიოლოგი, იფთიოლოგი, არჩილ გუჩმანიძე.

ამბობს, რომ აღნიშნული სახეობა, რომელიც დღეს ანაკლიის სანაპიროზე გამორიყული იპოვეს,  სავარაუდოდ ის ე.წ. ალბინოსი ზღვის ძუძუმწოვარია, რომელიც  4 აპრილს  ბათუმის პორტში დააფიქსირეს:

 „ის დაცურავდა ბათუმის პორტში, ადგილობრივმა გემის ეკიპაჟის წევრებმა შეამჩნიეს, ბათუმის იახტ კლუბთან ახლოს იყო  და დაუყოვნებლივ შეატყობინეს ასოციაცია ფლორა და ფაუნის მეცნიერ მუშაკებს“.

როგორც ზღვის ბიოლოგი, გვიყვება დიდი ალბათობით, ალბინოსი დელფინი დაავადებული იყო  „ლობო მიკოზით“ - კანის სოკოვანი ინფექციით. „ეს დაავადება კანის პიგმენტების აქრობს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. სწორედ ამ დაავადების გამო, განუვითარდა ეს კანის თეთრი ფერი, ეგრეთწოდებულ ალბინოს ძუძუმწოვარს“ - ფიქრობს გუჩმანიძე.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში