22:00 საათზე სახლებიდან გადმოვფინოთ დროშები და ჩავრთოთ ჰიმნი - #9აპრილი აღვნიშნოთ თვითიზოლაციაში

09 აპრილი 2020, 15:43 2705 ნახვა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი​ გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს #9 აპირლის აღნიშვნას საკუთარი სახლებიდან სთავაზობს. სოციალურ ქსელში მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ყველაზე ტრაგიკული დღისა და ამავდროულად, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აივნებზე დროშებით აღვნიშნოთ. 

" მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის.

გვახსოვდეს #9აპრილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში