ლენტეხსა და ცაგერში ე.წ ბლოკპოსტები განთავსდება - რწმუნებული 

09 აპრილი 2020, 17:02 1378 ნახვა

ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გზებზე იმ წერტილების მონიშვნა, სადაც საკონტროლო გამშვებიბი უნდა გაიხსნას. 

„გუშინ ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში