ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს

10 აპრილი 2020, 10:33 950 ნახვა

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის საკითხებზე,  ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს.  

მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეკონომიკურ და სოციალურ რისკებთან ერთად, სახელმწიფო აკონტროლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკებს და ქვეყანაში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვი არ გაზრდილა.

116 - 006-ამ ნომერზე ფუნქციონირებს უფასო, ანონიმური ცხელი ხაზი და ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია 8 ენაზე გაიცემა. უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. საკითხზე მუშაობს ომბუდსმენიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში