კორონავირუსით სტრასბურგში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა 

10 აპრილი 2020, 13:13 1726 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის  ინფორმაციით, ​კორონავირუსით სტრასბურგში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, საუბარია ახალგაზრდა ქალზე. პაატა იმნაძის თქმით, საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. 

"სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ. ახალგაზრდა ქალბატონი,  საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით" - ამბობს იმნაძემ.

ეს უკვე მეექვსე შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით, საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქე იღუპება.

საერთაშორისო წესების მიხედვით, მათი გადმოსვენება ქვეყანაშ ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში