კანადაში კოვიდ-19 ვაქცინაზე ქართველი მეცნიერიც მუშაობს

10 აპრილი 2020, 13:19 1623 ნახვა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მათი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს.

რაც შეეხება ლუგარის ცენტრს, პაატა იმნაძის თქმით, ის თავისი ფუნქციონირების მოდელით, არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. 

„ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ცდები. ჩვენთან არის მხოლოდ ვივარიუმი მცირე ზომის ცხოველებისათვის, მაგალითად თაგვებისთვის, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ უფრო დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში